სასტუმრო "ევროპა" ბაკურიანში

ბაკურიანის სასტუმრო "ევროპა" გიწვევთ ზამთრისა და ზაფხულის საკურორტო სეზონების გასატარებლად სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. სასტუმრო ყველა პირობას ქმნის სრულყოფილი დასვენებისთვის. ბაკურიანის ბუნებრივად ჯანსაღი გარემო და სასტუმროს მომსახურების მაღალი დონე უხვად აგავსებთ სასიცოცხლო ენერგიით.

სასტუმროში 16 ოთახია,  მათგან 1 ლუქსი, 3 ნახევრად ლუქსი და 12 სტანდარტული. ულამაზესი პეიზაჟებით გარემოცული სასტუმრო "ევროპა" ბაკურიანში, სადაც ჰარმონიულად არის შერწყმული ევროპული სტანდარტები და ქართული სტუმართმასპინძლობა, გიწვევთ დაუვიწყარი დღეების გასატარებლად.

სასტუმრო "ევროპა" კუთვნილი ტერიტორიის უპირატესობას წარმოადგენს მისი სიახლოვე ბაკურიანის ცენტრთან და ამავე დროს მისი განცალკევებული მდებარეობა. ოთახებიდან მოჩანს შესანიშნავი ხედი. სასტუმროს ინტერიერი შესრულებულია სამთო კურორტის შენობათა სტილში. ირგვლივ განლაგებული რბილი ავეჯი გაგილამაზებთ საღამოებს. კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა შეგიქმნით დაუვიწყარ ატმოსფეროს.

ოთახები აღჭურვილია:

• გათბობა
• საუნა
• აბაზანა
• აივანი
• სატელიტური ტელევიზია

სასტუმროში თქვენ გელით:

• რესტორანი
• ბარი
• Wi-Fi ინტერნეტ-კავშირი
• სამრეცხაო
• საკონფერენციო დარბაზი
• ბიზნეს-ცენტრი
• ბუხარი
• პარკინგი
• დაცვა
• ტელეფონი