თოვლი, თხილამურები და ბევრი გართობა!

ბაკურიანი

ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სამთო-სათხილამურო ტრასებით. ყოველწლიურად აქ ათეულათასობით ადამიანი ჩამოდის, ქართველიც და უცხოელიც, რათა დაისვენონ, ისიამოვნონ თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალით, დატკბნენ კავკასიონის ულამაზესი ხედებით, მოიარონ წიწვიანი ტყით დაფარული მიდამოები, დალაშქრონ მარშრუტები ახლომდებარე სოფლებსა და წყაროებამდე, როგორც ფეხით, ასევე ცხენით, ველოსიპედით, თოვლმავლით ან კვადროციკლით.

სასტუმრო "ევროპა"

ბაკურიანის სასტუმრო "ევროპა" გიწვევთ ზამთრისა და ზაფხულის საკურორტო სეზონების გასატარებლად სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. სასტუმრო ყველა პირობას ქმნის სრულყოფილი დასვენებისთვის. ბაკურიანის ბუნებრივად ჯანსაღი გარემო და სასტუმროს მომსახურების მაღალი დონე უხვად აგავსებთ სასიცოცხლო ენერგიით.

სასტუმროში 16 ოთახია,  მათგან 1 ლუქსი, 3 ნახევრად ლუქსი და 12 სტანდარტული. ულამაზესი პეიზაჟებით გარემოცული სასტუმრო "ევროპა" ბაკურიანში, სადაც ჰარმონიულად არის...

ამინდი ბაკურიანში

გაიგეთ, როგორი ამინდი გელოდებათ ბაკურიანში თქვენი ვიზიტის დღეებში. აგრეთვე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ამინდს ონლაინ რეჟიმში.

დაგვიკავშირდით

სასტუმრო "ევროპა"

მისამართი: კოსტავას ქ. 62, 1204, ბაკურიანი
ტელეფონი: (+995) 595 262 060
ელ-ფოსტა: hoteleuropa2012@gmail.com